19 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
ხმაური ბათუმში - აჭარის მთავრობის სახლთან აქცია სახელწოდებით - "დაიცავი ბულვარი" მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც აქცია სახელწოდებით - "დაიცავი ბულვარი" მიმდინარეობს, ხმაური იყო.

აქციაზე შეკრებილებს გზის სავალ ნაწილზე საღებავებით წარწერების გაკეთება სურდათ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, აქციის ერთი მონაწილე დააჯარიმეს.

აჭარის მთავრობის სახლთან სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ისინი ბათუმის ბულვარში მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ და სოლიდარობას უცხადებენ ბულვარის ყოფილ დირექტორს, რომელიც თანამდებობიდან 2 დღის წინ გაათავისუფლეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბულვარი რეკრეაციული ზონაა და დაუშვებელია მსგავსი პროექტების განხორციელება.

დღის ამბები