03 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
გაეროში შეერთებული შტატების ელჩი ებოლათი დაზარალებულ აფრიკის ქვეყნებში ჩადის

გაეროში შეერთებული შტატების ელჩი ებოლათი დაზარალებულ დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში ჩადის.

სამანტა პაუერი დღეს გვინეას ეწვევა, შემდეგ კი ვიზიტს სიბერიასა და სიერა ლეონეში განაგრძობს. ეს სწორედ ის სამი ქვეყანაა, სადაც საშიში ვირუსი ყველაზე მეტადაა გავრცელებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, ებოლას უკვე 4 ათას 900–ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 10 ათასს აჭარბებს.

ნიუ იორკისა და ნიუ ჯერსის შემდეგ 21 დღიანი სავალდებულო საკარანტინო პერიოდი ილინოისის შტატის ხელმძღვანელობამაც შემოიღო.

დღის ამბები