რუსთაველის თეატრის მსახიობი თამთა ინაშვილი თეატრში არსებულ მიზოგინურ დამოკიდებულებაზე საუბრობს - მისი თქმით, ქალებზე შეურაცხმყოფელი ტონით ხშირად საუბრობს სამხატვრო ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა.
"რობერტ სტურუა [მიიჩნევს] რატომღაც, ქალი არის საძულველი და მითუმეტეს, ქართველი ქალი, სულ ხუმრობით, წაკბენით, ყოველთვის ისმის...
"რა იყო, ქალო, ფულიანი ქმარი გყავს, ხმას რომ იღებ? ახლა იყავი გმირი ქალი და წადი თეატრიდან" - ეს დამოკიდებულებაა" - ამბობს "კურიერთან" თამთა ინაშვილი.
მსახიობმა 2 დღის წინ საკუთარი სოლიდარობა ნინუცა მაყაშვილისადმი საჯაროდ, ფეისბუქპოსტით დააფიქსირა. გადაცემა “ფარულ კონვერტში” ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო. მასზე მეუღლე, ბესო ზანგური ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის – ორსულობის დროსაც. ნინუცა მაყაშვილის თქმით, სწორედ ოჯახური ძალადობა გახდა წყვილის განქორწინების მიზეზი.
ავტორი : ნინი კუპრაძე