"კურიერისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ამ წუთებში, ქუთაისში, პრემიერ-მინისტრს დავალებით, მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმყოფებიან რეგიონალური სამსახურის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე, ასევე რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები.
"კურიერის" ინფორმაციით, ისინი ჰესის მოწინააღმდეგეებთან დიალოგისთვის მზად არიან.
შედგება თუ არა დიალოგი და რა პოზიცია აქვთ აქციის მონაწილეებს, უახლოეს წუთებში გახდება ცნობილი.