უკრაინაში ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. შემთხვევა გვიან ღამით აღმოსავლეთ უკრაინის საზღვართან, რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმას მოჰყვა.
გარდაცვლილი დავით შარტავა ქართული ლეგიონის რიგებში 2016 წლიდან ირიცხებოდა. 44 წლის მებრძოლს ოჯახი საქართველოში ჰყავს და ქართული მხარის თანხმობის შემთხვევაში მის ცხედარს სამშობლოში ჩამოასვენებენ.
"გარდაცვლილია დავით შარტავა, ქართული ლეგიონის მებრძოლი, რომელიც მივლინებული იყო ერთ-ერთ უკრაინულ ბრიგადაში. მოხდა შეტაკება და შეტაკების დროს არის გარდაცვლილი. ქართული ლეგიონის წევრებში იმყოფება 2016 წლიდან. მთელი ომი 2016 წლიდან ფაქტობრივად ერთად გამოვიარეთ. ოჯახი საქართველოში ჰყავს და თუკი საქართველოს საელჩომ ხელი შეგვიწყო, მოხდეს დავითის გადმოსვენება საქართველოში," - განაცხადა "ქართული ლეგიონის" მეთაურმა უკრაინაში მამუკა მამულაშვილმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.