09 ოქტომბერი 2024,   20:21
ვრცლად
ისლამისტი მებრძოლები უკან იხევენ

ქურთმა მებრძოლებმა ერაყში ისლამისტ მებრძოლებს უკან დაახევინეს. მათ ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ზუმარზე კონტროლი აღადგინეს, სამხრეთით კი ერაყის სამთავრობო ძალებმა ისლამისტები ბაღდადის მახლობლად მდებარე ქალაქიდან განდევნეს.

პარალელურად, ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე საერთაშორისო კოალიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში 22 იერიში განახორციელა.

ქურთი მებრძოლები კონტრშეტევაზე გადავიდნენ თურქეთის საზღვართან მდებარე სირიის ქალაქ კობანიშიც. გავრცელებული ცნობით, მათ ისლამისტებისგან ქალაქის რამდენიმე რაიონი უკვე გაათავისუფლეს.

დღის ამბები