19 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
ბათუმის N3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა

ბათუმის N3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა - ამ დროისთვის, ის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, პატიმარმა დაზიანებები აღელვების ნიადაგზე მიიყენა და ის თავდაპირველად სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს ამბობდა, იმყოფებოდა საპატიმროში არსებულ სამედიცინო პუნქტში მედიკოსების დაკვირვების ქვეშ.

30 წლის პატიმარი 2013 წლიდან იხდის სასჯელს, მან პატიმრობაში ყოფნისას არაერთხელ მიიყენა თვითდაზიანება.

დღის ამბები