09 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში საარჩევნო უბნები დაათვალიერა

არჩევნების დღეს უკრაინის პრეზიდენტი მოულოდნელი ვიზიტით ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში ჩავიდა.

პეტრე პოროშენკო კრამატორსკში ჩავიდა და ის საარჩევნო უბანი დაათვალიერა, სადაც სპეცოპერაციაში ჩართული სამხედროები აძლევენ ხმას.

პოროშენკო აცხადებს, რომ ქვეყანას ეყოლება  ახალი პარლამენტი, რომელიც ადეკვატური იქნება ახალი ქვეყნისა და ხალხის, რომლებიც უკრაინაში ღირსების რევოლუციის შემდეგ გამოჩნდნენ.

მისი თქმით, ხალხი დღეს  ხმას აძლევს ახალ ქვეყანას, რეფორმებს, ანტიკორუფციას და რაც მთავარია მშვიდობას.

უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღეს სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანების ლიდერებმა, მათ შორის ვიტალი კლიჩკომ და იულია ტიმოშენკომ.

ამავე თემაზე
დღის ამბები