19 აპრილი 2024,   18:01
ვრცლად
გურიაში 46 წლის მამაკაცის მკვლელს ეძებენ

გურიაში მკვლელობაში დამნაშავეს ეძებენ. შემთხვევა ლანჩხუთში მოხდა. 46 წლის მამაკაცი
ზაზა წილოსანი ტყეში მოკლული იპოვეს. ცხედარს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.

წილოსანი სოფელ მაჩხვარეთში ცხოვრობდა და ადგილობრივ ფერმაში მუშაობდა. ის წარსულში ნასამართლევი იყო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარე საქმის გახსნაზე მუშაობს.

დღის ამბები