რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკა მელიას ადვოკატი შეხვდა.
გიორგი კონდახიშვილის თქმით, ნიკა მელია 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიას იმ შემთხვევაში არ ემხრობა, თუკი კანონი პოლიციელებს და თანამდებობის პირებს შეეხება.
"ხელისუფლება ცდილობს ნიკა მელიას რეპუტაცია შეულახოს და მას ათქმევინონ უარი პრინციპებზე. ალბათ, კარგად ვერ გაიცნეს. ნამდვილად არ ყოფილა ახირება ნიკა მელიას მხრიდან გამოსასყიდზე უარის თქმა, ეს არის ბრძოლის აქტი.
მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის იმდაგვარი განმარტება, თუკი აღნიშნული კანონით ინდულგენცია შეეხება 20 ივნისის შემქმნელ, მაღალი პოლიტიკური თანამდებობისა და ძალოვანი სტრუქტურის თანამდებობის პირებს. თუკი კანონი მიიღება, ეს ბრალდებულის პოზიციაზე არ არის დამოკიდებული, კანონი ძალაში შედის და მას ავტომატურად მოუწევს სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვება," - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.