ფონიჭალა სპეცოპერაციის ადგილი კიდევ ერთხელ გახდა და ჩატარებული ღონისძიება ამჯერადაც ნარკოდანაშაულს უკავშირდებოდა.
სამართალდამცველებმა ნარკორეალიზაციის კიდევ ერთი სქემა გაშიფრეს. დააკავეს ათი პირი და ამოიღეს 7 კილომდე ჰეროინი. ბრალდებულებს შორის სამი ქალია.
ბრალდებულები სამართალდამცველებმა ძირითადად საკუთარ სახლებში დააკავეს, თუმცა ორი მათგანი პოლიციამ მაშინ აიყვანა, როდესაც წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე გადაადგილდებოდნენ.