19 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
შედგება, თუ არა შეთანხმება ზესტაფონის მსგავსად ჭიათურელ მაღაროელებთან - რა მოთხოვნა აქვთ გაფიცულებს კომპანიასთან

ჭიათურაში მაღაროელები ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას ითხოვენ. გაფიცვა დღეს ადგილზე დილიდან დაიწყო. მსგავსი მოთხოვნით ქალაქის ცენტრში აქციებს ისინი 2019 წელსაც მართავდნენ, მაშინ დასაქმებულებსა და კომპანიას შორის შეთანხმება შედგა და ხელფასი 35 პროცენტით გაიზარდა.

"ჯორჯიან მანგანეზმა" მაღაროელებს შეთავაზება დღესაც გაუკეთა. ამჯერად კომპანია საპასუხოდ თითოეულ დასაქმებულს ხელფასის, წელიწადში 3 200 ლარით მომატებას სთავაზობს.

ჭიათურის მსგავსად თანამშრომლებთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა ზესტაფონის ფეროს ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლებთან. შეთანხმების მიხედვით დასაქმებულებისთვის ანაზღაურება მაისიდან 250 ლარით გაიზრდება.

დღის ამბები