19 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
აქცია კასპში მოკლული მამაკაცის ცოლის სახლთან - გარდაცვლილის ახლობლები მკვლელად ნოდარ ღუნაშვილის ცოლს ასახელებენ

კასპში სასტიკად მოკლული 40 წლამდე მამაკაცის ოჯახის წევრების აქციამ, გენერალური პროკურატურიდან, გარდაცვლილის მეუღლის სახლთან გადაინაცვლა. 

ოჯახის წევრები საგამოძიებო უწყებას ობიექტურ გამოძიებას და მკვლელობის მთავარი ფიგურანტის, როგორც თავად ამბობენ, გარდაცვლილის მეუღლის დაკავებას ითხოვენ.

ოჯახს ეჭვი გამოძიების მიმართ მას შემდეგ გაუჩნდა რაც, სამართალდამცველებმა გარდაცვლილის კარის მეზობელი დააკავეს. გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ნოდარ ღუნაშვილის მეუღლე მკვლელობის დღეს სახლში იმყოფებოდა და 40 წლამდე მამაკაცის მკვლელად სწორედ მას ასახელებენ. 

შეგახსენებთ, რომ ნოდარ ღუნაშვილის ცხედარი 14 მარტს იპოვეს, სამართალდამცველებმა ბრალი მის მეგობარს წაუყენეს.

დღის ამბები