ბზობის დღესასწაულზე მღვდლების ჩხუბს პოლიცია იძიებს. ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ამ წუთებში ჩხუბში მონაწილე სასულიერო და საერო პირები დაკითხვაზე იმყოფებიან.
პარალელურად, პოლიცია რჩება ეკლესიასთანაც, სადაც დაშავებული სასულიერო პირებისთვის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო - ხელჩართული დაპირისპირების ფონზე, მიტროპოლიტი სტეფანე ეკლესიაში წირავდა. მან სალხინოს მამათა მონასტერში წირვა უკვე დაასრულა და ტაძარი დატოვა. ის მანქანამდე მხარდამჭერებმა მიაცილეს.