17 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
"ვისაც არ ენდომება რომ ამნისტია შეეხოს, შეუძლია სასამართლოში გაასაჩივროს, ეს უფლება მას ექნება" - ბადრი ჯაფარიძე

"ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ვინც 20 ივნისის აქციის დარბევის ბრძანება გასცა, ამასთან - ვინც დემონსტრანტებს დაზიანებები მიაყენა, მათ ამნისტია არ შეეხება. 

"ამნისტია ვერ გავრცელდება ისეთ მუხლებზე, რომელიც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ ზიანის მიყენებას, ასევე, პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ბრძანების გაცემას.

ის პროპაგანდა, რომ ამნისტია ეხება ყველა ადამიანს, ვინც ჩაიდინა დანაშაული, მათ შორის ვინც მიაყენა ზიანი მაკო გომურს და სხვებს, არის ტყუილი.

ვისაც არ ენდომება რომ ამნისტია შეეხოს, შეუძლია სასამართლოში გაასაჩივროს, ეს უფლება მას ექნება,"- აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე. 

ოპოზიციასა და მმართველი გუნდის შეხვედრა დღეს გაიმართა. შეხვედრაზე ამნისტიასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

დღის ამბები