19 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
ვინ არის კლიმენტი კეკუტია - ბიზნესმენმა სალხინოს ეკლესიას ხატი შესწირა, მოგვიანებით კი არაფხიზელ მგომარეობაში მყოფმა უკან დაიბრუნა

ფიზიკური დაპირისპირება ჭყონდიდში დღეს საგანგაშო ნიშნულამდე მივიდა. ნაცემია რამდენიმე სასულიერო პირი. ფიზიკურად გაუსწორდნენ მრევლსაც. ვითარების განმუხტვა ვერც პოლიციამ შეძლო.

ბზობის საზეიმო აღნიშვნა სალხინოში ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როდესაც დადიანების ეზოში მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ დაბარებული მრევლი სხვადასხვა ეპარქიიდან შეიკრიბა. მასპინძლებისთვის ჩამოსულების აგრესია, ვითარების გამწვავების მიზეზი გახდა. 

სანამ ეპისკოპოსი ამბიონთან იდგა, ეკლესიის ეზოში მისი მხარდამჭერებს რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი შეუერთდა. დასჯილმა მღვდლებმა კლიმენტი კეკუტიას წარსული კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

"კურიერის" ინფორმაციით, მან სალხინოს ეკლესიას ხატი შესწირა. რამდენიმე თვეში კი მამათა მონასტერში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მივიდა და მისი საჩუქარი უკან თვითნებურად დაიბრუნა.

ხატის ქურდობა ერთადერთი პრეტენზია არ არის, რომელიც სასულიერო პირებს კეკუტიას მიმართ აქვთ. მათი თქმით მდიდარი ბიზნესმენი წლების განმავლობაში სალხინოს ხელში ჩაგდებას ცდილობდა, სადაც სასტუმროს აშენებდა სურდა. კეკუტია დაინტერესებული იყო დადიანების სასახლის ღვინის მარნით, სადაც დღემდე წლების დაძველებით საკოლექციო ოჯალეშია შენახული. დაინტერესებული იყო, ასევე, დადიანების საზაფხულო რეზიდენციითაც.

რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს მიტროპოლიტი პეტრე ცაავა პასუხობს და ადასტურებს რომ მას უკვე წლებია, სალხინოს ხელში ჩაგდება უნდა. ეპისკოპოსი პასუხიმგებლობას, ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე, კათოლიკოს-პატრიარქს აკისრებს. 

დღის ამბები