07 მაისი 2024,   14:17
ვრცლად
შემზარავი ვითარება ინდოეთში - კორონავირუსით გარდაცვლილებს ქუჩებში წვავენ

შემზარავი სიტუაცია - ამ სიტყვებით აფასებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ინდოეთში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას. ორგანიზაცია ინდოეთის დასახმარებლად პერსონალსა და სამედიცინო აღჭურვილობას აგზავნის.

ინდოეთმა ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის დახმარება უკვე მიიღო. ინდოეთში ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის პირისპირ არის - საავადმყოფოებში ჟანგბადის დეფიციტია, გადავსებულია კლინიკები. ზოგიერთ ქალაქში, ცხედრებს კუსტარულ კრემატორიუმებსა და ქუჩებში წვავენ. კორონავირუსთან ბრძოლაში კი უკვე ჯარიც ჩაერთო.

რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თურქეთშიც. აშშ-ში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდას ახალ შტამებს და ნაადრევად მოხსნილ რეგულაციებს უკავშირებენ. თურქეთში კი მესამე ტალღის პრევენციისთვის თითქმის 3 კვირიანი სრული ლოკდაუნი ცხადდება. პრეზიდენტ ერდოღანის გადაწყვეტილებით, შეიზღუდება გადაადგილება, შეჩერდება სასწავლო პროცესი, დასაქმებულების ძირითადი ნაწილი კი დისტანციურ მუშაობაზე გადავა.

დღის ამბები