07 მაისი 2024,   21:37
ვრცლად
ზუგდიდში მამაკაცი დაჭრეს

ზუგდიდში სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა კომბინატის დასახლებაში, დევნილთა საერთო საცხოვრებელში მოხდა. დანაშაული ცივი იარაღითაა ჩადენილი.

"კურიერის" ინფორმაციით, დაჭრილს სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში გაეწია, თუმცა, ის ბინაზე მალევე გაწერეს.

მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. 

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.​

დღის ამბები