19 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
თბილისში ინფიცირების მაჩვენებელი 900-ს გადასცდა

საქართველოში დღეს კორონავირუსის 1551 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან დედაქალაქში - 918 გამოვლინდა. 

თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი შემთხვევა, 130 სამეგრელო-ზემო სვანეთშია. ინფიცირებულების რაოდენობა ქვეყნის სხვა რეგიონებში ასეთია - აჭარა - 121, იმერეთი - 101, ქვემო ქართლი - 82, შიდა ქართლი - 69, გურია - 32, კახეთი - 48, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი -  12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 482, საიდანაც: 3 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  2 101, აჭარაში - 435, იმერეთში - 415. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 732 პირი, მათ შორის, თბილისში - 381, აჭარაში - 68, იმერეთში -94. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 156 პირი, მათგან თბილისში - 107, აჭარაში - 11, იმერეთში - 9. 707 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 373 - თბილისში, 306 - აჭარაში.  9 995 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღის ამბები