19 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
რა ეტაპზეა ვაშლიჯვრის მეწყრული ზონის  გამაგრების სამუშაოები - საკითხზე კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა

კახა კალაძის განცხადებით, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის მეწყრული ზონასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, ფერდის გამაგრების პროექტის დასაწყებად კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც თბილისის მერმა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ორმხრივი მოძრაობა აღდგება მას შემდეგ, რაც მიღწეული იქნება სრული სტაბილურობა:

"ამ კონკრეტულ მეწყრულ ზონაში ჩატარდა გადაუდებელი სამუშაოები ფერდის სტაბილიზაციისთვის, რამაც შედეგი გამოიღო და ეს დაადასტურეს გერმანელმა ექსპერტებმა, მოიხსნა მიწის მასის ნაწილი,რომელიც წყალსადენის მილებს საფრთხეს უქმნიდა, დროებით შეკავდა მეწყრული ფერდი, დამონტაჟდა მონიტორინგის სისტემა.

ამჟამად მიმდინარეობს ფერდის გამაგრების პროექტისთვის კვლევითი სამუშაოები, რათა საბოლოოდ მოხდეს მეწყრული პროცესების შეჩერება, მას შემდეგ, რაც გატარდება შესაბამისი ღონისძიებები და მიიღწევა სრული სტაბილურობა, რა თქმა უნდა, მაშინვე იქნება აღდგენილი ორმხრივად მოძრაობა,"- განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები