საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სპორტული კვირეული დასრულდა. გამარჯვებულები მედლებით დააჯილდოვეს.
დახურვის ცერემონიალს წეროვანში თავდაცვის მინისტრი დაესწრო. ჯუანშერ ბურჭულაძემ სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა.
დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვა თავდაცვის უწყებას ერთ-ერთ პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული.