საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 433 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov-ზე განახლებული ინფორმაციის თანახმად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში 308 834 ადამიანი დაინფიცირდა.
ინფექციას კიდევ 18 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 095 გახდა.
გამოჯანმრთელდა კიდევ 1 160 ადამიანი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, საერთო ჯამში, 289976-ია.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 29024, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 11185, PCR ტესტით - 17839
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 4,94%, ბოლო 14 დღის - 4,54%, ბოლო 7 დღის - 4,72%.
სულ აცრილია - 43568, დღიურად აცრილია - 1767