19 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
თუ მიყურებ ზაზა, გამძლეობას გისურვებ... შენი გულისთვის ყველაფერს გავაკეთებ - ზაზა გახელაძეს მეუღლემ "რუსთავი 2-ის" ეთერიდან მიმართა

292 დღეა საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში - ოკუპანტების მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფ ზაზა გახელაძეს მეუღლემ, "რუსთავი 2-ის" ეთერიდან მიმართა და მას გამძლეობა უსურვა. 

"თუ მიყურებ ზაზა, გამძლეობას გისურვებ, უნდა გავუძლოთ, როგორმე ამ ყველაფერს გადავიტანთ. მე შენი გულისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

ზაზამ მითხრა, 23 აპრილის შეხვედრაც ისევე უშედეგოდ ჩაივლის, როგორც მანამდე არსებულმა შეხვედრებმა ჩაიარაო. ის უიმედოდ არის. მასთან იქაურ თანამშრომლებს ინფორმაცია მიაქვთ, ასე უთხრეს, მთავრობას რომ თავისუფლად ემოქმედა, შენ 9 საათსაც არ გაგაჩერებდნენ და გადაგიყვანდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეო. ასევე ეკითხებიან რატომ არ თმობს ქართული მხარე იმას რომ იმ პატიმარში გაგცვალონ, რომელსაც ითხოვენო,"- ირმა ბუთხუზი.

გახელაძის მეუღლე ამობს, რომ გუშინ ისინი საქართველოს პპრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო და მოუსმინა, თუმცა ირმა ბუთხუზი ამბობს, რომ დაიმედებულები არც იქიდან წამოსულან. 

ზაზა გახელაძის ოჯახი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს და აქციებს აანონსებს

დღის ამბები