19 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
მიიღებს თუ არა ავტორიზაციას ჩინური ვაქცინები - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს

მიიღებს თუ არა ავტორიზაციას Sinopharm-ის ჩინური ვაქცინა- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, ეს ვაქცინები არამარტო ჩინეთშია გამოცდილი და ცნობილია, რომ მათ რამე განსაკუთრებული გვერდითი მოვლენა არ აქვთ. 

"ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ჩინური ვაქცინა, რომელიც ჩინეთში და არამარტო, ფართოდ გამოიყენება. ისიც ვიცით, რომ ის არ იძლევა რაიმე განსაკუთრებულ გართულებებს. ახლა ელოდება ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ავტორიზაციას და, ამის შემდეგ, ვფიქრობ, უფრო ფართოდ გაეხსნება გზა,"- განაცხადა ლევან გოფოძემ. 

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ჯანმოს ავტორიზაცია ამ ვაქცინების გამოყენების ლეგალურობასთან დაკავშირებით კითხვებს არ აჩენს. 

"Sinopharm-ის ვაქცინის ეფექტურობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე გამოცდილია და ამ ქვეყნებისგან მიღებული მონაცემებით ეს 79-დან 86%-მდე მერყეობს. გადაუდებელი გამოყენების ნებართვა ამ ვაქცინას აქვს, ამიტომ, ექნება მას თუ არა რომელიმე დიდი ორგანიზაციის აღიარება, ეს შემაფერხებელი ვერ იქნება,"-აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი. 

დღის ამბები