19 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
ექსკლუზიური ინტერვიუ ტერორიზმში ეჭვმიტანილ პანკისელთან - რატომ გახდა სპეცოპერაციის მთავარი სამიზნე საფრანგეთში მცხოვრები 2 ქართველი

საფრანგეთში, ტერორიზმის ხელშეწყობაში ეჭვმიტანილი ორი პანკისელიდან ერთი გათავისუფლებულია. დღეს "კურიერმა" ექსკლუზიურად ჩაწერა ინტერვიუ ალაუდინ გაურგაშვილთან, რომელიც, სამი დღის წინ, საფრანგეთის ორ ქალაქში ერთმანეთის პარალელურად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს.

ალაუდინ გაურგაშვილის თქმით, ის საფრანგეთში 2012 წლიდან ცხოვრობს და კანონთან პრობლემები აქამდე არასოდეს ჰქონია, ვინაიდან ლეგალურ საქმიანობას ეწევა. 40 წლის მამაკაცი "კურიერს" უყვება, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია არც გია ქავთარაშვილს - მამაკაცს, რომელიც სპეცოპერაციის დროს გაურგაშვილთან ერთად დააკავეს.

როგორც 3 დღის წინ, ისე დღესაც, დუისში დარწმუნებულები არიან, რომ ალაუდინ გაურგაშვილი უდანაშაულო იყო. "კურიერი" ტერორიზმის დაფინანსებაში ეჭვმიტანილის დედას ესაუბრა. ზარო გაურგაშვილი ამბობს, რომ მისი შვილის მსგავსად უდანაშაულოა მათი ნათესავი გია ქავთრაშვილიც. გია ქავთრაშვილის გათავისუფლებას დუისში უახლოეს პერიოდში ელოდებიან.

მასშტაბური სპეცოპერაცია საფრანგეთში 27 აპრილს ჩატარდა. ერთდროულად ორ ქალაქში სამართალდამცველებმა 7 ადამიანი დააკავეს. მათ ბრალად ედებოდათ ტერორისტულ ორგანიზაციის წევრობა და ტერორიზმის დაფინანსება. სამართალდამცველებს ჰქონდათ ეჭვი, რომ ბრალდებულები სირიაში დიდი ოდენობით თანხის გაგზავნას ცდილობდნენ.

ამ ეტაპზე, დაკავებულთაგან 4 თავისუფალია. დანარჩენი 3-ის დაკითხვა გრძელდება.

დღის ამბები