01 სექტემბერი 2026,   23:57
ვრცლად
საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ სამართალდამცავების მიერ დაჭრილი მამა-შვილის მდგომარეობა სტაბილურია

ზუგდიდის სოფელ ახალ აბასთუმანში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ სამართალდამცავების მიერ დაჭრილი მამა-შვილის მდგომარეობა სტაბილურია.

ექიმების ინფორმაციით, ისინი კლინიკაში რჩებიან და მკურნალობას აგრძელებენ. სპეცოპერაცია, რა დროსაც პოლიციამ მამა-შვილ ძანძავებს ესროლა, ორი დღის წინ ჩატარდა, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავებულია რამდენიმე სამართალდამცავი.

პაპუნა ძანძავას უაქციზო, კონტრაბანდული სიგარეტი, სავარაუდოდ, ოკუპირებული გალიდან გადმოჰქონდა. მომხდარს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს.

დღის ამბები