19 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
ყოველდღიური მაჩვენებელი რომ საშუალოდ 1500-ია, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დამაფიქრებელია - პაატა იმნაძე

2171 ინფიცირებული დღე-ღამეში - ეს ბოლო პერიოდის კოვიდსტატისტიკის ანტირეკორდია. დადებითობის დღიური მაჩვენებელი უკვე გასცდა 8 პროცენტს. ვირუსს კიდევ 24 ინფიცირებული ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 1074.

სიტუაციას დამაფიქრებელს უწოდებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.

"ყოველდღიური მაჩვენებელი რომ საშუალოდ 1500, რა თქმა უნდა, არის ძალიან დამაფიქრებელი და კიდევ და კიდევ გზა დღეს, რომ თავი დავიცვათ, ესაა პირბადე, დისტანცია, თავყრილობებისაგან თავის არიდება და ვაქცინაცია. მთავარი არის, რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, განსაკუთრებით რისკის მქონეები, რომ სიცოცხლეები გადავარჩინოთ.

ინფიცირებულთა რაოდენობის მატებას მიმდინარე დღეებში თავშეყრის შემთხვევების გაზრდას უკავშირებს რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე.  მისი თქმით, მათი კლინიკა პაციენტების რაოდენობას უმკლავდება და შესაბამისი საწოლფონდიც აქვთ.

დღის ამბები