17 ნოემბერი 2024,   03:51
ვრცლად
ენმ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ქონების რეგისტრაციის აღრიცხვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს

ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ქონების რეგისტრაციის აღრიცხვასთან დაკავშირებით "ნაციონალურ მოძრაობაში" ბრიფინგი გაიმართა.

მანუჩარ ახალაიას განცხადებით, ჯერ კიდევ 2006 წელს იმჟამინდელმა მთავრობამ დაამტკიცა პროექტი "ჩემი სახლი", რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უძრავი ქონების დადგენას, აღრიცხვას და შესაბამისი ბაზის მომზადებას გულისხმობდა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის განცხადებით, ეს პროექტი გაურკვეველი მიზეზებით შეჩერდა, რის გამოც დევნილები საკუთრების ცნობებს ვერ იღებენ.

დღის ამბები