04 სექტემბერი 2026,   00:00
ვრცლად
კიბერთავდასხმა Glovo-ს სისტემაზე - რა პირადი ინფორმაციის მოპარვა შეძლეს ჰაკერებმა

კიბერდამნაშავეებმა 2 მილიარდად შეფასებული ესპანური სტარტაპი Glovo გატეხეს. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.

ჰაკერი ყიდდა კლიენტებთან დასაკავშირებელ ინფორმაციას, ასევე საკურიერო ჩანაწერებს, რომლითაც პაროლის შეცვლა იყო შესაძლებელი, თუმცა როგორც Forbes-ს კომპანიამ განუცხადა, კლიენტების საკრედიტო ბარათების მონაცემები მოპარული არ არის.

Glovo-მ ჰაკერული შეტევის შესახებ ინფორმაცია ორშაბათს დაადასტურა და აღნიშნა, რომ პრობლემა უკვე მოგვარებულია, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ჰაკერი სტარტაპის აიტი სისტემის მონაცემებზე წვდომას კვლავ განაგრძობდა.

კომპანია  ესპანეთის მონაცემთა დაცვის სააგენტოს დაუკავშირდა და გამოძიებისთვის ყველა საჭირო ინფორმაცია გადასცა.

ამასთან, Glovo-ს წარმომადგენელმა დაამატა, რომ დანაშაულის დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.  Glovo-ს წარმომადგენლის თქმითვე, პირადი მონაცემები მათ სისტემაში საიმედოდ არის დაშიფრული.

დღის ამბები