19 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
კრემატორიუმები ქუჩებში, ჟანგბადის დეფიციტი და სტატისტიკის გაორმაგების მოლოდინი - ინდოეთი კრიზისს ვეღარ მართავს

კრემატორიუმები ქუჩებში, ჟანგბადის დეფიციტი და სამედიცინო რესურსის უკმარისობა - უკვე რამდენიმე კვირაა ინდოეთი პანდემიის ეპიცენტრია. ჯანდაცვის სისტემას - უმწვავესს კრიზისთან უწევს გამკლავება.

ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა, ვირუსით კიდევ 4 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. 13 ქვეყნიდან ჰუმანიტარული დახმარების მიღების მიუხედავად ჯანდაცვის ექსპერტები მომდევნო კვირებში სტატისტიკის გაორმაგებას მაინც ვარაუდობენ.

ინდოეთის მსგავსად მძიმე ეპიდვითარებაა ბრაზილიაშიც სადაც მხოლოდ დღეს ვირუსი 70 ათასამდე ადამიანს დაუდგინდა. ქვეყანას უკვე 400 ათასი დაღუპული ჰყავს. მოსახლეობა შექმნილ ვითარებას ვაქცინაციის დაგვიანებით ხსნის და მთავრობას არაეფექტურ მუშაობაში ადანაშაულებს.

ახალი შტამების გავრცელების გამო დრამატულად იზრდება ინფიცირების სტატისტიკა თურქეთში, რის გამოც ქვეყენაში 3 კვირიანი მკაცრი ლოკდაუნის გამოცხადება გახდა საჭირო. სურსათისა და აფეთქების გარდა მუშაობას ყველა ობიექტი შეაჩერებს.

პანდემიასთან გასამკლავებლად ერთიანი ძალებით აპირებს გერმანია და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. ანგელა მერკელმა და ჯანმოს ხელმძღვანელმა ხალი გლობალური ჰაბის შექმნა დააანონსეს.

მსოფლიოს მასშტაბით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინფექცია 155 მილიონ ადამიანს დაუდგინდა, საიდანაც ლეტალურად 3 მილიონზე მეტი შემთხვევა დასრულდა.

დღის ამბები