26 აპრილი 2024,   11:05
ვრცლად
მიწოდების ვადის დარღვევის გამო ევროკავშირი "ასტრაზენეკასთან" კონტრაქტს აღარ გააგრძელებს

ევროკავშირი AstraZeneca-სთან ვაქცინების მიწოდების თაობაზე კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Guardian ავრცელებს.

გასულ თვეს ევროკავშირმა AstraZeneca-ს წინააღმდეგ სასამართლო დავა წამოიწყო. ფარმაცევტულ კომპანიას ვაქცინებით მომარაგებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში, კერძოდ მიწოდების ვადის დარღვევაში ადანაშაულებენ.

ევროპულმა გაერთიანებამ, ახალი კონტრაქტი კომპანია Pfizer-სა და BioNTech-თან გააფორმა, ფარმაკოლოგიური გიგანტები ვალდებულებას იღებენ 2023 წლამდე ევროკავშირს ვაქცინის 1 მილიარდ 800 მილიონი დოზა მიაწოდონ.

დღის ამბები