19 ივნისი 2021,   03:23
ვრცლად
თბილისში დაღუპული 26 წლის ყაზახი ქალის დედას შვილის თვითმკვლელობის არ სჯერა - ცხედრის გადასასვენებლად ის საქართველოში ჩამოვიდა

თბილისში დაღუპული 26 წლის ყაზახი ქალის დედას შვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

ასელ აიტპაევას მშობელი საქართველოში დღეს შვილის ცხედრის გადასასვენებლად ჩამოვიდა.

ის დარწმუნებულია, რომ 26 წლის ქალი გაუპატიურების შემდეგ ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ფანჯრიდან გადააგდეს.

სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ქართველი მამაკაცი, რომელთანაც გოგონა ბოლო დღეებში ცხოვრობდა, თუმცა საქმეში კიდევ ერთი გვარი ფიგურირებს, ქალის დამსაქმებელი ყაზახი ნათესავი, რომელიც უკვე ყაზახეთში იმყოფება.

დღის ამბები