მოიჯარეები, იმ მიწის გამოსყიდვას, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ამუშავებენ, 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ.
ამ უფლებით კი, საქართველოში 2000-მდე მოიჯარე ისარგებლებს. გადაწყვეტილება დღეს მთავრობის სხდომაზე გამოცხადდა.
მიზანი დაუმუშავებელი მიწის სრულად ათვისება, მეტი ადამიანის დასაქმება და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ეკონომიკის დახმარებაა.