02 სექტემბერი 2026,   21:39
ვრცლად
ჭიათურის მაღაროებში 500-მდე დასაქმებულს კოვიდტესტირება ჩაუტარდა

ჭიათურის მაღაროებში დასაქმებულებს კოვიდტესტირება ჩაუტარდათ. 500-მდე აღებული ნიმუშიდან ვირუსი არც ერთ მაღაროელს არ დაუდასტურდა.

იმისათვის, რომ საწარმოო პროცესში შენარჩუნებული იყოს კოვიდუსაფრთხო გარემო, "ჯიემი" ყოველთვიურად გეგმის მიხედვით ატარებს ტესტირებას.

"ჯორჯიან მანგანეზი" მუშაობას პანდემიის პირობებში სახელმწიფოს მიერ შემუშავებული რეგულაციების სრული დაცვით განაგრძობს.

დღის ამბები