03 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
17 ქალბატონის 17 ამბავი ძალადობაზე მარჯანიშვილის თეატრში

ფედერიკა ფავი იტალიის ელჩია. მისი ინიციატივით, სერენა დანდინის პროექტი მსოფლიოს ცნობილი დარბაზებიდან მარჯანიშვილის სცენაზე ჩამოდის.

საქართველოში ამ პერფორმანსის განხორციელების იდეა ქალთა მასობრივი მკვლელობის პერიოდს დაემთხვა, თორემ იტალიის ელჩმა მზადება 6 თვის წინ დაიწყო.

წიგნი ქართულად თარგმნეს და მსახიობები შეარჩიეს. იტალიის ელჩის ინიციატივით, ქართველი მსახიობების ნაცვლად, სასიკვდილოდ დაჭრილი ქალების პირველ პირში დაწერილ უმძიმეს მონოლოგებს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე საქართველოში მოღვაწე ცნობილი ქალბატონები წაიკითხავენ.

28 ოქტომბერს, საღამოს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე. პროექტის დრესკოდის თანახმად, შავ ტანსაცმელსა და წითელ ფეხსაცმელში გამოწყობილი 17 წალბატონი 17 მოკლული ქალის ნამდვილ ამბავს მოგითხრობთ.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქმრების, შეყვარებულების, მშობლებისა და შვილებისგან დახოცილი ქალების როლში იქნებიან საქართველოს პირველი ლედი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მინისტრები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ელჩები.

დღის ამბები