დღეს ანდრიაობაა - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ანდრია პირველწოდებულის დღეს აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში სადღესასწაულო წირვა შესრულდება. ქვეყანაში ქრისტიანობის თავდაპირველად შემოტანას სწორედ ანდრია მოციქულს უკავშირებენ.
დღესვე, საქართველო უკვე მესამე წელია, ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესაც აღნიშნავს.
12 მაისი ქვეყანაში უქმედ არის გამოცხადებული.