26 აპრილი 2024,   16:03
ვრცლად
"ჩვენ მათ ერთადაც დავამარცხებთ და ცალ-ცალკეც" - ოპოზიციის გაერთიანებაზე ნიკა მელიას ინიციატივას "ოცნებაში" უშედეგოს უწოდებენ

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის შეთავაზებას ოპოზიციური პარტიებისთვის, რომ არჩევნებზე ერთიანი კანდიდატებით წარდგნენ,  წინასწარვე უშედეგოს უწოდებენ მმართველ პარტიაში. უმრავლესობაში დარწმუნებული არიან, რომ ნებისმიერ შემთხვევაში "ქართული ოცნება" ოქტომბერში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს, სახელდება კონკრეტული პროცენტიც - დაახლოებით, 65%.

მმართველ გუნდში ასევე ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის კონსულტაციები უკვე დაიწყეს და მერობის კანდიდატები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"ჩვენ მათ ერთადაც დავამარცხებთ და ცალ-ცალკეც" - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი ბექა დავითულიანი.

დღის ამბები