17 მაისი 2024,   14:39
ვრცლად
ისრაელი ისევ დაიბომბა - გაშვებულია 50 რაკეტა

ჰამასმა სარაკეტო იერიში განაახლა, პალესტინურმა რადიკალურმა დაჯგუფებამ შეტევა განახორციელა ისრაელის ქალაქ აშდოდზე. გაშვებულია 50 რაკეტა.

ეს არის ქალაქი ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე. პარალელურად ისრაელის სამხედრო ძალები ჰამასის სტრატეგიული ობიექტების მიმართულებით საპასუხო დარტყმებს განაგრძობს.

ამჯერად სარაკეტო იერიში ხორციელდება ღაზას სექტორში მდებარე ქალაქ ჯაბაილზე, რომელიც თელ-ავივიდან 75 კილომეტრში მდებარეობს.

ამ წუთებში მიმდინარეობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დახურული სხდომა, სადაც ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე მსჯელობენ. პარალელურად, არაბული ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რიგგარეშე შეხვედრა გამართეს და ისრაელის ქმედებებს საერთაშორისო სამართლის პრინციპების უპატივცემულობა უწოდეს.

დღის ამბები