09 ოქტომბერი 2024,   20:22
ვრცლად
უკრაინაში არჩევნები 1 საათში დასრულდება

საარჩევნო უბნები უკრაინის ტერიტორიაზე დაახლოებით 1 საათში დაიხურება. სწორედ ამ დროისთვის გამოცხადდება ეგზიტპოლის შედეგები.

მთელი საარჩევნო დღის განმავლობაში უკრაინაში არჩევნები მნიშვნელოვანი ექსცესებით მიმდინარეობდა. „კურიერის“ ჟურნალისტის ნატა მახვილაძის ცნობით, დაფიქსირდა ე.წ. კარუსელი. ხელისუფლება მოსახლეობას დღის განმავლობაში აფრთხილებდა მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ. ყაზანში დააკავეს კიდევ ჯგუფი, რომელიც ტერაქტის ორგანიზებისთვის ემზადებოდა.

დღის პირველ ნახევარში დონბასიდან ადევნებდა თვალყურს არჩევნებს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. საომარი მდგომარეობის გამო რამდენიმე საარჩევნო ოლქი გაუქმდა სევასტოპოლში, დონეცკში, დონბასში. რამდენიმე ოლქში ვერ მოხერხდა ხმის მიცემის პროცედურის ჩატარება. შესაბამისად 450 დეპუტატის ნაცვლად უკრაინის უმაღლეს რადაში 224 დეპუტატი იქნება.

გვეყოლება ახალი პარლამენტი, რომელიც ადეკვატური იქნება ახალი ქვეყნისა და ხალხის, რომელიც ჩემს ქვეყანაში ღირსების რევოლუციის შემდეგ გამოჩნდნენ“, - აღნიშნა პოროშენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.

უკრაინის პრეზიდენტმა დღეს არ გამორიცხა, რომ პარლამენტში მოხვედრილი პარტიებისგან კოალიცია შეიქმნას. წინასწარი რეიტინგებით ლიდერობს ბლოკი „პოროშენკო“, რომლის პარტიული სიის სათავეში არის ვიტალი კლიჩკო. ასევე „სახალხო პარტია“, რომლის ლიდერები არიან იაცენიუკი და ტურჩინოვი, ასევე „რადიკალური პარტია“ და პარტია „ბატკავშინა“ იულია ტიმოშენკოს თავმჯდომარეობით.

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია პირველად შედეგებს კვირის ბოლოს გამოაქვეყნებს,  საბოლოო შედეგები კი 1 თვეში გახდება ცნობილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები