26 აპრილი 2024,   16:21
ვრცლად
5 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა​ ისრაელში, ქალაქ სდეროთზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას 

ისრაელ-პალესტინას შორის დაპირისპირება გრძელდება, იზრდება მსხვერპლიც.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, პალესტინელების მხარეს დაღუპულია 67 ადამიანი, მათ შორის არიან არასრულწლოვნები, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით კი, გარდაცვლილთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა.

ისრაელის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სდეროთზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას 5 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ღაზას სექტორიდან მთელი ღამე სარაკეტო იერიშები ხორციელდებოდა სდეროთისა და აშკელონის მიმართულებით. ლოდი, ბათ იამი, აკო და ხაიფა სამოქალაქო დაპირისპირების კერებად იქცა.

ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურები დღის ბოლოს ღაზის სექტორში სახმელეთო შეჭრის გეგმებს დაამტკიცებენ.

დღის ამბები