19 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
ვისი კომპეტენცია იყო რუკების შედგენა - დავით გარეჯის საქმეზე დღეს საზღვრის დამდგენი კომისიის წევრი გამოიკითხება

საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სხოდმაზე, ბრალდების მხარის სამი მოწმის გამოკითხვა იგეგმება. მათ შორის არის საზღვრის დამდგენი კომისიის ის წევრი, რომელიც ისაუბრებს მუშაობის პრინციპებზე -უფრო კონკრეტულად კი გასცემს პასუხს კითხვას- ვისი კომპეტენცია იყო რუკების შედგენა.

პროცესს დაესწრებიან საქმეზე ბრალდებული კომისიის წევრები - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა.

ბრალდებული ივერი მელაშვილი აცხადებს, რომ მისი ერთადერთი სურვილი სასამართლოს სწრაფად დასრულებაა. 

დღის ამბები