20 აპრილი 2024,   04:21
ვრცლად
მკვლელობა და თვითმკვლელობა ბათუმში - სამართალდამცველებმა ქალი საცხოვრებელ სახლში, მამაკაცი კი კორპუსის ეზოში იპოვნეს

დილის 6 საათზე ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, სამართალდამცველებმა 2 ცხედარი იპოვეს - ქალი საცხოვრებელ სახლში, მამაკაცი კი - კორპუსის ეზოში. ორივე გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ახალგაზრდა ქალი ჯერ მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საცხოვრებელი კორპუსის მე-19 სართულიდან გადახტა.

იმის გამო, რომ შემთხვევა გამთენიისას მოხდა, ადგილობრივებმა ფაქტის შესახებ ბევრი არაფერი იციან, ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ძირს დაცემის ხმა გაიგონეს და ადგილზე სამართალდამცველები შენიშნეს. მეზობლები "კურიერს" უყვებიან, რომ ჩხუბი ან ხმამაღალი საუბარი არ გაუგიათ.

ახალგაზრდა ქალი, რომელიც გარდაცვლილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს, უკრაინის მოქალაქე იყო. მეგობრების ინფორმაციით, ის ბათუმში დაახლოებით 4 წელი ცხოვრობდა და ქალაქში სტილისტად მუშაობდა. რა მოხდა მასსა და მამაკაცს შორის, გარდაცვლილის ახლობლებისთვის უცნობია. ისინი ფაქტზე ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა ცნობილია, რომ პოლიციამ გარდაცვლილის მეგობრები უკვე გამოკითხა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დღის ამბები