20 აპრილი 2024,   10:28
ვრცლად
ბავშვების აცრის ნაცვლად, ვაქცინა სხვებს უწილადეთ - ჯანმო განვითარებულ ქვეყნებს მიმართავს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განვითარებულ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ ბავშვების აცრის ნაცვლად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებს უწილადონ.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, ქვეყნებმა თავიანთ გადაწყვეტილებებს უნდა გადახედონ და ვაქცინები იმ ქვეყნებს გაუზიარონ რომლებსაც საკუთარი სამედიცინო პერსონალის აცრის რესურსიც კი არ გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა და კანადამ განაცხადეს, რომ სამედიცინო უწყებებს უფლება ეძლევათ, აცრან 12-15 წლის ასაკის ბავშვები. შვეიცარიაში გასულ კვირაში აცრის გაკეთება 16 წლის მოზარდებს შესთავაზეს.

დღის ამბები