09 ოქტომბერი 2024,   20:27
ვრცლად
ეგზიტპოლების თანახმად, უკრაინაში პოროშენკოს ბლოკი იმარჯვებს

უკრაინაში გამოქვეყნებული პირველი ეგზიტპოლების თანახმად, პოროშენკოს ბლოკი ხმების 23,6 პროცენტით გამარჯვებულია. მას მოსდევს „სახალხო ფრონტი“, არსენ იაცენუკის მეთაურობით, რომელმაც ხმების 19,9 პროცენტი დააგროვა.

მესამე ადგილს იკავებს ბლოკი „თვითდახმარება“ 12.6 პროცენტით, შემდეგ არიან „რადიკალური პარტია“ 8.1 პროცენტით და „თავისუფლება“ 7.4 პროცენტით. იულია ტიმოშენკოს „ბატკავშინამ“ ხმების 5.6 პროცენტით მხოლოდ მეშვიდე ადგილის დაკვება შეძლო.

უკრაინაში ეგზიტპოლები რამდენიმე ორგანიზაციამ ჩაატარდა. შედეგები ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავდება, თუმცა ლიდერების სამეული და თანმიმდევრობა ყველგან ერთნაირია. 

ბოლო მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შევიდა შეტყობინება 330 დარღვევის ფაქტის შესახებ.

იყო სხვა შემთხვევებიც, ერთ-ერთი მათგანია პოროშენკოს ბლოკის დეპუტატობის კანდიდატებზე თავდასხმა. იყო ტერაქტის აღკვეთის ერთი შემთხვევა და საარჩევნო ოლქებში 3 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობა საღამოს 17:00 საათისთვის დაახლოებით 40 პროცენტი იყო.

დონეცკში, ლუგანსკსა და ყირიმში დაახლოებით 4 მილიონმა ამომრჩეველმა ვერ შეძლო არჩევნებში მონაწილეობის მიღება. სულ უკრაინაში 35 მილიონზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები