19 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
უმძიმესი შემთხვევა ადიგენის საჯარო სკოლაში - 16 წლის გოგო მასწავლებელს ბულინგსა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს

უმძიმესი შემთხვევა ადიგენის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში - ძალადობის სავარაუდო ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

მოსწავლე მასწავლებელს ბულინგსა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს.

16 წლის გოგონას, რომელიც "კურიერთან" მომხდარს დეტალურად იხსენებს, ახლა ფსიქო-რეაბილიტაცია სჭირდება. 

დაზარალებულის დედა ამბობს, რომ 50 წლის ქალი თან მასწავლებელია, თან ექთანი და ის ერთდროულად 5 საგანს ასწავლის - ტექნიკურ საგნებთან ერთად, ხატვას და სამოქალაქო განათლებას.

სკოლის პარალელურად კი სოფლის ამბულატორია აბარია. "კურიერმა" კითხვები რესურსცენტრსაც დაუსვა, სადაც მხოლოდ ის თქვეს, რომ ფაქტს სწავლობენ.

მომხდარის შესახებ არც მასწავლებელი და არც სკოლის ადმინისტრაცია კომენტარს არ აკეთებენ.

დღის ამბები