19 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
ბათუმში "მოძრაობა საქართველოსთვის" აქტივისტებმა ე.წ. კომენდანტის საათი დაარღვიეს

"მოძრაობა საქართველოსთვის" აქტივისტებმა გუშინ ბათუმში პროტესტის ნიშნად ე.წ. კომენდანტის საათი დაარღვიეს - აქციის მონაწილეები ბათუმის ბულვარში შეიკრიბნენ.

მათი განცხადებით, სანაპირო ზოლზე უკვე უნდა მიმდინარეობდეს ზაფხულის სეზონისთვის სამზადისი, თუმცა დაწესებული შეზღუდვების გამო ყველაფერი გაჩერებულია.

"მოძრაობა საქართველოსთვის" აქტივისტების განცხადებით, ე.წ. კომენდანტის საათს პოლიტიკური დატვირთვა აქვს და ის ვირუსის შეჩერებასთან არ არის კავშირში.

დღის ამბები