19 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
ეპიდემიოლოგები ქვეყანაში ახალი, ინდური შტამის გავრცელებას არ გამორიცხავენ - რა უნდა ვიცოდეთ ახალი შტამის შესახებ

დაავადებათა კონტროლი ქვეყანაში ახალი, ინდური შტამის გავრცელებას არ გამორიცხავს. ვირუსის ეს ქვეტიპი უკვე ევროპის ქვეყნებშიც გავრცელდა. მათ შორის დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში. 

"სახიფათოა ინდური შტამი, რომელიც ორმაგი მუტაციით გამოირჩევა, რაც ნიშნავს იმას, რომ მას აქვს უფრო მაღალი პოტენციალი გვერდი შემოუაროს იმუნიტეტს და გამოიწვის შედარებით მძიმე დაავადება,"- განმარტავს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი.

"ვაქცინაციის პროცესი არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რომლითაც შეგვიძლია ჩვენ შევებრძოლოთ ამ ყველაფერს. მოხარული ვარ, რომ ვაქცინაცის რაოდენობა თანდათან იზრდება, მაგრამ მთავრობა აუცილებლად უნდა იყოს მობილიზებული იმისთვის, რომ მსურველების რაოდენობა დააკმაყოფილოს და არ შექმნას დეფიციტი. დღეს 4 ვაქცინა მუშაობს, ველოდებით მე-5 გახსნას და ეს კიდევ შეამსუბუქებს მგდომარეობას,"- აცხადებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი დევი ტაბიძე.

დღის ამბები