20 ნოემბერი 2024,   00:52
ვრცლად
ფაქტობრივი გარემოებები იქნება გამოკვეთილი გამოძიების ფარგლებში და პასუხისგებაში მიეცემიან დამნაშავე პირები - შს მინისტრის მოადგილე დმანისის დაპირისპირებაზე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე დმანისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

როგორც შს მინისტრის მოადგილე აცხადებს, დამნაშავეები პასუხისგებაში გამოკვეთილი დანაშაულის შესაბამისად მიეცემიან.

"მიმდინარეობს გარემოებების გამოკვეთა. გამოძიება დაწყებულია. ხდება ყველა ფაქტობრივი გარემოების დეტალური შესწავლა. რა გარემოებებიც გამოიკვეთება კონკრეტულ საქმეში, შესაბამისად გაგრძელდება გამოძიება იმ მუხლებით, რა მუხლებიც გამოიკვეთება და მოხდება ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემა, ვინც ჩაიდინა დანაშაული.

ფაქტობრივი გარემოებები იქნება გამოკვეთილი გამოძიების ფარგლებში და პასუხისგებაში მიეცემიან დამნაშავე პირები," - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

დმანისში, 9 აპრილის ქუჩაზე, დაპირისპირება გრძელდება. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა გუშინდელ დაპირისპირებაში მონაწილე პირების სახლების კარები და ავტომობილები დააზიანა.  მსვლელობის მონაწილეები ხელკეტებითა და ჯოხებით არიან შეიარაღებულები.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. პოლიციასა და მსვლელობის მონაწილეთა შორის რამდენიმე შეტაკებაც მოხდა. "კურიერის"ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე პოლიციელი.

დღის ამბები