ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე მოვლენებს დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ.
სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის მოწვევით გაიმართება.
ჟოზეფ ბორელის განცხადებით, კონფერენციის დროს განიხილავენ იმას, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირმა ხელი შუწყოს ახლო აღმოსავლეთში ვითარების განმუხტვას.