ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, sinovac-ით ვაქცინაცია მომავალი კვირიდან დაიწყება.
"sinovac-ით ვაქცინაცია მომავალი კვირიდან დაიწყება. ეს ვაქცინა ჯანმოსგან ავტორიზაციას ელოდება. ექსპერტები კი შუალედურ დასკვნაში მას დადებითად ახასიათებენ. ვფიქრობთ, რომ ავტორიზაცია მალე იქნება. აღნიშნული ვაქცინით აცრა შეეძლებათ 18 წლის ზევით მყოფ პირებს," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.